Monday, November 16, 2015

ჩემი საცხოვრებელი გარემო

 გარემო ყოველდღიურად ბინძურდება, რაც ძალიან ცუდია როგორც ბუნებისთვის ასევე ჩვენთვის, ადამიანებისათვის. სწორედ ამიტომ უნდა დავიცვათ გარემო. თეთრი წყაროს რაიონ  სოფელ ვაშლოვანში სადაც ვცხოვრობ მე, ყოველდგიურად ბინძურდება გარემო, სურსათის ნარჩენებისგან და სხვადასხვა ნივთებისგან. წვიმიანობის დროს ნიაღვარს მოაქვს ნარჩენები პოლიეთინის ცელოფნები პლასტმასის ბოთლები და სხვა მრავალი, ასეთ პირობებში ძალიან ძნელია, მაგრამ ეს მთლად ხალხის ბრალი არა.  არ არის ნაგვის ურნები, ამიტომაც ხალხი იძულებულია ნაგავი გადაყაროს ისეთ ადგილას სადაც მოეხერხებათ. მაგრამ რომ იყოს ნაგვის ურნები ხელშესაწყობი პირობები, გარემოს დაბინძურებას ოდნავ მაინც შევამცირებდით. მე არ ვსაუბრობ მარტო ჩემს სოფელზე ვსაუბრობ ყველა ადგილზე სადაც ასეთი ვითარებებია. ძალიან ბევრ ადგილასაა ასეთი ვითარება.

1 comment:

  1. ანზორ ძალიან კარგია, რომ პრობლემას ხედავ,უკეთესი იქნება მის გადაჭრაზეც თუ იფიქრებთ. ნაგვის ურნების დადგმასთან დაკავშირებით ან ნაგავსაყრელისთვის ადგილის გამოსაყოფად თემმა წერილობით უნდა მიმართოს სოფლის რწმუნებულს. სამოქალაქოს გაკვეთილზე თქვენ გადიხართ თემას "თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან" და შეგიძლიათ პრაქტიკაშიც გამოიყენოთ გაკვეთილზე მიღებული ცოდნა. გისურვებთ წარმატებებს!

    ReplyDelete